სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლიდა, ორი გამოჯანმრთელდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 695-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან თითო-თითო ადიგენში, ახალციხესა და ახალქალაქში, 5 კი ბორჯომში.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 8 პირი. კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 14 პაციენტი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 4 612-მდე.
თვითიზოლაციაში იმყოფება 77 პირი, აქედან 2 ადიგენში, 4 ასპინძაში, 2 ახალციხეში, 7 ახალქალაქში და 62 ბორჯომში.
რეგიონში ვირუსის დიაგნოზით 47 პირია გარდაცვლილი.