COVID19
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 116 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 116 მილიონს გადააჭარბა, - მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან COVID19-ით 2 580 827 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 91 878 930-ია.

ამ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.
| Print |