COVID19
საქართველოში კორონავირუსის 390 შემთხვევა გამოვლინდა, სამცხე-ჯავახეთში არც ერთი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 022 კვლევა ტესტით. 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 390 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 262-ს. 

ინფიცირების 390 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 192 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 33, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 172 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 266 253-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 563 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 420, საიდანაც 1 379 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 264 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 887 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 300 ადამიანი. 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 781 ადამიანი.
| Print |