ვაქცინაციის შემდეგ ადამიანებს პირბადის გარეშე შეხვედრა შეეძლებათ - აშშ-ს დაავადებათა კონტროლი
ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ ადამიანებს პირბადის გარეშე შეხვედრა შეეძლებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) ავრცელებს.
მათი თქმით, იმ ადამიანებს, რომლებმაც ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს, ეტაპობრივად შეეძლებათ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ცენტრის ინფორმაციით, პირბადის გარეშე შეხვედრა მათ ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ შეეძლებათ. ვაქცინირებულ ადამიანებს ასევე უფლება ექნებათ პირბადის გარეშე ის პირები მოინახულონ, რომლებიც ვირუსის გავრცელების დაბალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
BBC-ის ინფორმაციით, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე ვაქცინის ორივე დოზა 30 მილიონმა ამერიკელმა მიიღო, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს უდრის.