COVID19
პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ზე ჩამოვიდა - ამირან გამყრელიძე

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ზე ჩამოვიდა.

როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინზე განაცხადა, სწორედ პირბადის ტარების მაჩვენებლის შემცირებასთანაა გარკვეულწილად დაკავშირებული ინციდენტობის მაჩვენებელი, რომელიც ბოლო 4 დღის განმავლობაში გაიზარდა.

„დადებითობის და ინციდენტობის მაჩვენებელი ორი თვის განმავლობაში თანდათანობით იკლებს, თუმცა საგულისხმოა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში დადებითობა მერყეობდა 1.5 – 1.8 ფარგლებში, ხოლო ინციდენტობა 8-ის და 10-ის ფარგლებში. ბოლო 4 დღის განმავლობაში ამ მაჩვენებლით გვაქვს ოდნავ ზესვლა. ეს ასევე უკავშირდება პირბადის ტარების მაჩვენებელს. ჩვენ ვიყავით თითქმის 75%-ზე, შემდეგ 66%-ზე ჩამოვედით, გუშინდელი მონაცემებით კი 43%-ია.

პირბადე
დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, როდესაც ქვეყანაში შემსუბუქების რამდენიმე ეტაპი მოვიტოვეთ. შესაძლებელია, ამ მასშტაბით ეპიდსიტუაცია შევინარჩოთ და იყოს კიდევ საუბარი გარკვეულ შემსუბუქებაზე. ეს დამცავი საშუალება ანუ პირბადის ტარების მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ და თუ ჩვენ ეს 95%-მდე ავიყვანეთ, ბევრი მონაცემი სერიოზულად გაგვიუმჯობესდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

| Print |