COVID19
2 ინფიცირებული, 1 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსი სამცხე-ჯავახეთში
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 4 708 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 1 ადიგენსა და 1 ახალციხეში დაფიქსირდა. კვლევაში რჩება 5 ნიმუში.

კოვიდ კლინიკაში 14 პაციენტი მკურნალობს, გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პირი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 624 გახდა.

რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 38 პირი, აქედან 12 ადიგენში, 6 ახალციხეში, 11 ახალქალაქი და 9 ბორჯომში.

რეგიონში ვირუსის დიაგნოზით 48 პაციენტი გარდაიცვალა.



| Print |