COVID19
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 118 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 118 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, პანდემიის დაწყების დროიდან COVID19-ით 2 621 047 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 93.8 მილიონს შეადგენს.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.
| Print |