COVID19
კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 127 ტესტი, რის შედეგადაც გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 513 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ეს 16 თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია. შედარებისთვის გუშინ, 9 მარტს, ქვეყანაში 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 513 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა - 30, იმერეთი - 88, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 44, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 613 პირი ემსხვერპლა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 96 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 111-მდე.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 900, საიდანაც 1 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 266 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი. 111 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 1 447 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
| Print |