COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 594 ტესტი, საიდანაც გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 395 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 194, აჭარა - 21, იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 28, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 17, კახეთი - 27, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1. 

ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 274 045-ს.

ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 310 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 421-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 622 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 976, საიდანაც 1 324 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 275 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 74 პირი. 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 1 519 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
| Print |