COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 628 გახდა.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 4 711-ს შეადგენს. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 37 პირი, აქედან 11 ადიგენში, 8 ახალქალაქში, 12 ბორჯომსა და 6 ახალციხეში. 

კოვიდ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 16 პაციენტი. 

რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით 48 პირი გარდაიცვალა.

| Print |