COVID19
საქართველოში კორონავირუსის 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 344 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 274 721-ს.
ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 240 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 268 004-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 643 პირი ემსხვერპლა.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 188 შემთხვევა, აჭარა - 8, იმერეთი - 58, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 16, გურია - 22, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 18, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 048, საიდანაც: 1 316 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 262 პირი, - 77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 74 პირი,
131 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 1 601 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 247 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 12 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 609 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 618 ადამიანი,

| Print |