საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსზე 23 747 კვლევა ჩატარდა. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 369 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მათგან თბილისი 190 შემთხვევა, აჭარა - 19, იმერეთი - 67, ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 26, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 15, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 276 436-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 378 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 269 384-მდე.
დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 674 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 352, საიდანაც 1 412 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 266 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პაციენტი. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 1 786 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 213 ადამიანი.