საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 827 კვლევა ტესტით. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან თბილისი 164 , აჭარა - 20, იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 22, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 13, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 276 796-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 242 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 269 626-მდე.
კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 683 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 461, საიდანაც 1 434 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 271 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 1 873 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 235 ადამიანი.