COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 185 PCR და ანტიგენის ტესტი. კვლევის შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 170 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან თბილისი 85 შემთხვევა, აჭარა - 9, იმერეთი - 22, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 2, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 5, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 277 650-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 396 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 270 369-მდე.

გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 710 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 545, საიდანაც 1 460 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 291 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პაციენტი. 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 1 912 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 204 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 401 ადამიანი.
| Print |