COVID19
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 751 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 330, აჭარა - 56, იმერეთი - 67, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 57, გურია - 22, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 71, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26.

ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 281 145-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 298 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 272 899-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 773 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 447, საიდანაც 1 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 326 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პაციენტი, 214 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 263 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 922 მოქალაქე.

| Print |