სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი კი გამოჯანმრთელდა
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 4 740-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორივე ინფიცირებული ბორჯომში გამოვლინდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 10 პაციენტი.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პირი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 683 გახდა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 114 პირი, აქედან 87 ახალციხეში, 4 ახალქალაქში, 23 ბორჯომში.
რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით 48 პაციენტი გარდაიცვალა.