COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 712 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 499 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 264, აჭარა - 33, იმერეთი - 65, ქვემო ქართლი - 12, შიდა ქართლი - 23, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 45, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი - 19, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 282 260-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 437 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 273 604-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 785 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 845, საიდანაც 1 685 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 325 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 67 პირი. 265 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 2 895 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 212 ადამიანი. 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 293 ადამიანი.
| Print |