COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 211 კვლევა, ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 228 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 111, აჭარა - 16, იმერეთი - 19, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 17, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 20, კახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 284 061-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 425 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 275 024-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 822 პირი ემსხვერპლა. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 189, საიდანაც 1 876 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 364 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 69 პირი, 218 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 3 095 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 219 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 9 688 პირი.
| Print |