COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსისგან ოთხი პირი გამოჯანმრთელდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ოთხივე ინფიცირებული ახალციხის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია. რეგიონში კორონავირუსი სულ 4 755 პირს აქვს დადასტურებული.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 17 პირი. კვლევაში დარჩენილია 99 ნიმუში.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთედა ოთხი პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 704 გახდა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 48 პირი, აქედან 1 ასპინძაში, 13 ახალციხეში, 3 ახალქალაქში, 31 ბორჯომში.
მკურნალობის კურსს კოვიდ კლინიკაში გადის ცხრა პაციენტი.
რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით 49 პირი გარდაიცვალა.
გააზიარეთ :