COVID19
საქართველოში კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ჩატარდა 25 751 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 506 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 240 შემთხვევა, აჭარა - 76, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 33, შიდა ქართლი - 13, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 66, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 287 689-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 285 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 276 711-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 869 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 083, საიდანაც 2 190 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 370 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პირი, 301 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 4 592 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 198 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 900 პირი.
| Print |