COVID19
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 136 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 136 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-19-ით 2.94 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 109 მილიონს აჭარბებს.

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 23.6 მილიონს შეადგენს.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს, მესამეს - ინდოეთი, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - რუსეთია.
| Print |