COVID19
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 137 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 137 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, პანდემიის დაწყებიდან COVID19-ით 2.95 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 110 მილიონს აჭარბებს.

ამ დროისთვის მსოფლიოში ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 23.8 მილიონს შეადგენს. ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - რუსეთია.
| Print |