COVID19
ათი ინფიცირებული და ორი გამოჯანმრთელებული - კოვიდსტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 780-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ათი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან რვა ახალციხეში და ორი შემთხვევა ადიგენში დაფიქსირდა.

კოვიდ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის ცამეტი პაციენტი, კვლევაში რჩება 176 ნიმუში. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 13 პირი.

24 საათში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ მათი რაოდენობა 4 700 გახდა.

თვითიზოლაციაში იმყოფება 62 პირი, აქედან 32 ახალციხეში, 4 ახალქალაქი, 2 ადიგენსა და 24 ბორჯომში.

რეგიონში ვირუსით სულ 49 პაციენტი გარდაიცვალა.


| Print |