COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ჩატარდა 35 863 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 085 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 664 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 40, შიდა ქართლი - 31, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 120, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 291 214-ს.

13 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.03 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.56%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.67 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 432 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 278 683-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 901 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 604, საიდანაც 2 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 426 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პაციენტი.

338 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 5 720 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 162 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 708 მოქალაქე.
| Print |