COVID19
11 ინფიცირებული და სამი გამოჯანმრთელებული - კოვიდსტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 792-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ორი ახალციხეში, ერთი ასპინძაში და რვა შემთხვევა ადიგენში დაფიქსირდა.

კოვიდკლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 26 პაციენტი, კვლევაში რჩება 325 ნიმუში. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 60 პირი.

24 საათში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ მათი რაოდენობა 4 725 გახდა.

თვითიზოლაციაში იმყოფება 141 პირი, აქედან 50 ახალციხეში, 4 ახალქალაქი, 18 ადიგენში, 12 ასპინძასა და 57 ბორჯომში.

რეგიონში ვირუსით სულ 49 პაციენტი გარდაიცვალა.

| Print |