COVID19
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 139 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 139 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, პანდემიის დაწყების დროიდან COVID19-ით 2.99 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 118 მილიონს აჭარბებს.

ამ დროისთვის მსოფლიოში ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 17.9 მილიონს შეადგენს.

ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - რუსეთია.
| Print |