სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 4 792 გახდა.
ახალი შემთხვევებიდან 1 ადიგენში, 2 ახალციხეში, 1 ახალქალაქსა და 1 ბორჯომში გამოვლინდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 32 პირი. კვლევაში რჩება 217 ნიმუში.
გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 727 გახდა.
კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 25 პაციენტი. თვითიზოლაციაში იმყოფება 171 პირი, აქედან 49 ადიგენში, 12 ასპინძაში, 50 ახალციხეში, 4 ახალქალაქში, 56 კი ბორჯომში.
კორონავირუსის გამოვლენის გამო, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა სამი სკოლა - ქალაქ ახალციხის N1, ადიგენის სოფელ არლისა და სოფელ ენთელის საჯარო სკოლები.
სამცხე-ჯავახეთში ვირუსით 49 პირი გარდაიცვალა.