COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 046 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 219 ახალი დადასტურებული შემთხვევა, საიდანაც თბილისი 676, აჭარა - 126, იმერეთი - 61, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 55, გურია - 46, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 123, კახეთი - 39, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 294 540-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.58 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.91%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.26%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 280 132-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 925 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 457, საიდანაც 2 848 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 494 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პაციენტი. 

427 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 7 182 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 335 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 042 მოქალაქე.
| Print |