COVID19
საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ჩატარდა 9 750 კვლევა. ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 578 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან თბილისი 321, აჭარა - 57, იმერეთი - 35, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 7, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 80, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 295 936-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.58%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 659 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 281 574-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 949 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 387, საიდანაც 3 174 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 563 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პაციენტი. 

437 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 6 776 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 277 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 260 პირი.
| Print |