COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 995 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 226 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 731, აჭარა - 101, იმერეთი - 75, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 56, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 96, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 300 264-ს. 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.38 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.55%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.37%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 688 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 283 557-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 981 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 700, საიდანაც 3 424 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 568 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 113 პირი. 621 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 8 655 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 224 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 900 მოქალაქე.
| Print |