COVID19
შვიდი ინფიცირებული და ორი გამოჯანმრთელებული - კოვიდსტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში

 

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 861-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ერთი ახალციხეში, ოთხი ბორჯომში და ორი შემთხვევა ადიგენში დაფიქსირდა.

კოვიდკლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 36 პაციენტი, კვლევაში რჩება 325 ნიმუში. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 25 პირი.

24 საათში ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ მათი რაოდენობა 4 740 გახდა.

თვითიზოლაციაში იმყოფება 873 პირი, აქედან 255 ახალციხეში, 141 ახალქალაქი, 43 ნინოწმინდაში, 293 ადიგენში, 24 ასპინძასა და 117 ბორჯომში.

რეგიონში ვირუსით სულ 49 პაციენტი გარდაიცვალა.


 

| Print |