COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ჩატარდა 28 751 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 271 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 781, აჭარა - 98, იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 53, გურია - 41, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 91, კახეთი - 48, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 301 535-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.55%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 729 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 284 286-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 992 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 231, საიდანაც 3 527 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 584 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 113 პაციენტი. 

682 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 9 022 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 232 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 21 834 პირი.
| Print |