COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1 250 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 958 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 250 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 302 785-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.91%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.88%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.62%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 463 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 284 749-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 007 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 250 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 770 შემთხვევა, აჭარა - 78, იმერეთი - 63, ქვემო ქართლი - 49, შიდა ქართლი - 40, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 115, კახეთი - 58, მცხეთა-მთიანეთი - 26, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 003, საიდანაც 3 566 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 609 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 116 პირი,

706 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 9 731 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 24 203 ადამიანი.
| Print |