COVID19
საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 226 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 521 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 285, აჭარა - 68, იმერეთი - 36, ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 10, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 49, კახეთი - 39, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 304 272-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.03%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.51%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 058 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 287 029-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 043 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 174, საიდანაც 3 676 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 644 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 126 მოქალაქე.

727 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 8 771 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 227 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 26 989 პირი.
| Print |