COVID19
ბორჯომის სამედიცინო ცენტრში 4 მაისიდან ვაქცინაცია განახლდება
4 მაისიდან ქვეყანაში ჩინური ვაქცინით ,, სინოფარმით’’ იმუნიზაცია დაიწყება. ვაქცინაციის პროცესში ბორჯომის სამედიცინო ცენტრი - ჯეო ჰოსპიტალსიც ჩაერთვება. 

ცენტრის ამბულატორიული ხელმძღვანელის თეა გოგალაძის თქმით, აცრის გაკეთება მსურველებს ადგილზე შეეძლებათ. ვაქცინაციიდან 45 წუთის განმავლობაში პაციენტი დაკვირვების ქვეშ იქნება. გართულების შემთხვევაში კი საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ.

„ბორჯომში ვაქცინაცია 4 მაისიდან ჩინური წარმოების ვაქცინით განახლდება. მოსახლეობას ვაქცინაცია კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს შეეძლება. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, რაც შეეხება ვაქცინას მას საზოგადოებრივი ჯუანდაცვის ცენტრი მომავალ კვირაში მოგვაწვდის, ზუსტი დოზა არ ვიცით. იმდენი ვაქცინა შემოვა, რამდენიც საჭირო იქნება“ - აცხადებს ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორი ირაკლი დიასამიძე.

ვაქცინა ორ ეტაპიანია. მსურველებს აცრის გაკეთება 21-28 დღიანი შუალედით შეუძლიათ. რეგისტრაციის გავლა უკვე შესაძლებელია იმუნიზაციის პორტალზე booking.moh.gov.ge.
| Print |