COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 541 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 547 ახალი დადასტურებული შემთხვევა. თბილისში გამოვლენილია 907 შემთხვევა, აჭარა - 141, იმერეთი - 115, ქვემო ქართლი - 77, შიდა ქართლი - 43, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 117, კახეთი - 52, მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 319 266-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.66%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.76%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 131 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 298 807-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 245 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 188, საიდანაც 4 354 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 917 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 პირი. 

759 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 11 075 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 553 პირი.
| Print |