COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 209 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 160 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 588, აჭარა - 86, იმერეთი - 113, ქვემო ქართლი - 80, შიდა ქართლი - 53, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 110, კახეთი -51, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5 შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 333 601-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 302 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 313 651-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 519 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 405, საიდანაც 4 243 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 918 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პაციენტი.

669 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 10 493 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 24 491 მოქალაქე.
| Print |