COVID19
20 გარდაცვლილი და 733 ინფიცირებული - 23 მაისის კოვიდსტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 972 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 547 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 425 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 733 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 337 573-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.04%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.21%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 530 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 318 599-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 622 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 733 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 425 შემთხვევა, აჭარა - 62, იმერეთი - 54, ქვემო ქართლი - 35, შიდა ქართლი - 18, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 70, კახეთი - 27, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
| Print |