COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 930 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 233 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 676, აჭარა - 102, იმერეთი - 126, ქვემო ქართლი - 66, შიდა ქართლი - 65, გურია - 28, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 89, კახეთი - 43, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 345 196-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 002 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 328 620-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 804 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 746, საიდანაც 3 707 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 802 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 220. 

631 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 7 408 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 20 035 პირი.
| Print |