COVID19
საქართველოში კორონავირუსის 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 603 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 954 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 509 შემთხვევა, აჭარა - 82, იმერეთი - 99, ქვემო ქართლი - 67, შიდა ქართლი - 33, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 88, კახეთი - 30, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 346 150-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 896 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 329 516-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 834 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 774, საიდანაც 3 541 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 789 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 223 პირი. 

639 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 7 594 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 19 104 მოქალაქე.
| Print |