COVID19
821 ინფიცირებული და 31 გარდაცვლილი - კოვიდსტატისტიკა საქართველოში
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 982 პირი ემსხვერპლა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 821 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 351 249-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 866 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 335 895-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 821 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 439 შემთხვევა, აჭარა - 71, იმერეთი - 86, ქვემო ქართლი - 66, შიდა ქართლი - 22, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 60, კახეთი - 31, მცხეთა-მთიანეთი - 15, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
| Print |