COVID19
სამცხე-ჯავახეთში, COVID19-ით ინფიცირების 18 შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 16 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 37 842 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 695 შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 1.84%;
ბოლო 7 დღის - 2.44%;
ბოლო 14 დღის - 2.67%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 797-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 6083 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 197 114 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 61 315 მოქალაქე.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 352 649 შემთხვევა. მათგან 337 820 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5012 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 695 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 389 შემთხვევა, აჭარა - 47, იმერეთი - 55, ქვემო ქართლი - 64, შიდა ქართლი - 26, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 46, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 144 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 088, პირი, აჭარაში - 1 729, იმერეთში - 1 053.
| Print |