COVID19
522 ინფიცირებული და 14 გარდაცვლილი - 13 ივნისის კოვიდსტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 13 ივნისის მონაცემებით, ჩატარდა 21 922 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 522 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 074 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.38 %.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 353 965-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 074 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 339 392-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 048 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 522 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 276 შემთხვევა, აჭარა - 45, იმერეთი - 44, ქვემო ქართლი - 34, შიდა ქართლი - 25, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 36, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
| Print |