COVID19
311 ახალი ინფიცირებული და 12 გარდაცვლილი - ერთი დღის კოვიდმონაცემი საქართველოში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირების 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან თბილისი 192 შემთხვევა, აჭარა - 34, იმერეთი - 13, ქვემო ქართლი - 26, შიდა ქართლი - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 12, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 3,

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 354 276-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 936 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 340 328-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 060 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 862 საიდანაც 3 175 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 692 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 194 პირი. 

596 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 5 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 11 890 პირი.
| Print |