COVID19
საქართველოში კორონავირუსის 671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 593 კვლევა. ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 671 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან თბილისი 376 შემთხვევა, აჭარა - 36, იმერეთი - 72, ქვემო ქართლი - 39, შიდა ქართლი - 41, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 28, სამცხე-ჯავახეთი - 11. 

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 357 591-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 657 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 343 734-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 131 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 057 საიდანაც 2 825 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 659 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 181 პაციენტი. 

599 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 5 633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 10 312 მოქალაქე.
| Print |