საქართველოში კორონავირუსის 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ჩატარდა 11 059 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 166 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 17, ქვემო ქართლი - 14, შიდა ქართლი - 9, გურია - 0, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 7, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 359 141-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 834 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 345 582-მდე.
კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 175 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 358 საიდანაც 2 819 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 683 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 178 პირი.
590 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 4 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 9 190 მოქალაქე.