COVID19
კორონავირუსით, ერთ დღეში 914 პირი დაინფიცირდა, 24 კი გარდაიცვალა
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 956 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 914 ახალი დადასტურებული შემთხვევა. თბილისში გამოვლენილია 524 შემთხვევა, აჭარა - 47, იმერეთი - 87, ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 57, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 42, კახეთი - 64, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6. შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 360 055-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 635 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 346 217-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 199 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 613 საიდანაც 2 698 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 678 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 174 პაციენტი. 

605 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 5 310 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 32 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 8 681 მოქალაქე.
| Print |