COVID19
საქართველოში კორონავირუსის 773 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 923 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 773 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 469, აჭარა - 24, იმერეთი - 69, ქვემო ქართლი - 50, შიდა ქართლი - 29, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, კახეთი - 59, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 360 828-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 575 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 346 792-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს ჯამში 5 211 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 799 საიდანაც 2 633 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 674 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 174 პაციენტი. 

583 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 5 583 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 8 619 მოქალაქე.
| Print |