COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ს მიხედვით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 709 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსის 1 194 ახალი შემთხვევა. აქედან თბილისი 749, აჭარა - 41, იმერეთი - 122, ქვემო ქართლი - 102, შიდა ქართლი - 29, გურია - 1, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 365 068-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 678 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 351 144-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 297 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 601 საიდანაც 2 639 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 594 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი. 

611 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 5 351 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 041 პირი.
| Print |