COVID19
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში COVID-19-ის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, ვირუსით მსოფლიოში 184.9 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, განკურნებულების რაოდენობა კი 169 მილიონს უახლოვდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 34.5 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 30.6 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, საფრანგეთი და რუსეთი მოჰყვებიან.
| Print |